პირებს, ვისაც ჯანმრთელობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ

18 აგვისტო 2021, 10:12 1786 ნახვა

იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე ჩაუტარდებათ - ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ვაქცინაციის სერვისის ბინაზე მიღებისთვის მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე - 1522-ზე უნდა დარეკონ.

სამინისტრო განმარტებით, ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში