აჭარაში კორონავირუსი 877 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

18 აგვისტო 2021, 10:57 1434 ნახვა

18 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსი 877 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 469 პირი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 57 312 საიდანაც: 7 029 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში 945.  მძიმე პაციენტია 146, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 23

3 450 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 633 - თბილისში, 1 298- აჭარაში. 46 833 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 78 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 73, ხოლო აჭარაში - 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 513 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 26 617, პირი, აჭარაში - 7 566.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში