დღეს "ნიკე" ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

18 აგვისტო 2021, 15:49 1159 ნახვა

ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი "ნიკე" ჩაერთვება. საქართველოს ქალთა ლიგის გამარჯვებული ნიდერლანდების "ტვენეტეს" დაუპირისპირდება.

შეხვედრა დღეს ნიდერლანდების ქალაქ ენსხედში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. დაპირისპირება ერთრაუნდიანია და შემდეგ ეტაპზე ამ წყვილში გამარჯვებული სერბულ "სუბოტიცას" შეხვდება.

გასულ წელს ლანჩხუთის ქალთა გუნდა ჩემპიონთა ლიგის ძირითადად ეტაპზე გავიდა, რითაც პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 32 საუკეთესო გუნდში გავიდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში