საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 58 პაციენტი

19 აგვისტო 2021, 10:51 1451 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 4 921 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 471 ადამიანი გამოჯანმრთელდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 58 პაციენტი.

 ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 468 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 152 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 316 PCR ტესტით.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: ბოლო შვიდი დღის – 11.01%, ბოლო 14 დღის – 10.78%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 921 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 948 შემთხვევა, აჭარა - 739, იმერეთი - 626, ქვემო ქართლი - 254, შიდა ქართლი - 257, გურია - 135, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 276, კახეთი - 386, მცხეთა-მთიანეთი - 116, სამცხე-ჯავახეთი - 147, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 501 297 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 436 977 გამოჯანმრთელდა, 6 590 კი გარდაიცვალა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში