საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი, 98 პროცენტზე მეტი ვაქცინირებული არ ყოფილა - თამარ გაბუნია

19 აგვისტო 2021, 11:21 1548 ნახვა

საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა - თამარ გაბუნია

საავადმყოფოში მოხვედრილების უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, სამინისტრომ გააკეთა ანალიზი მარტიდან აგვისტოს 17 რიცხვამდე ინფიცირებულების, მათ შორის აცრილი პირების რაოდენობის მიხედვით, ინფიცირებულთა 98 პროცენტზე მეტი არ იყო ვაქცინირებული.

„რაც შეეხება რეანიმაციის განყოფილებაში მკურნალობას, რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა. მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით ერთ პროცენტამდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3 პროცენტი ანუ რეანიმაციაში ორჯერ ვაქცინირებულების ერთეული შემთხვევები მოხვდა ამ 3 500 პირიდან. რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს, იცავს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან, ეს არის კიდევ ერთი მთავარი მიზეზი, რომ ჩვენ ვაქცინაცია გავიკეთოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში