ვუახლოვდებით შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს, კლინიკებში მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი - თამარ გაბუნია

19 აგვისტო 2021, 11:29 997 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საწოლების მობილიზების კუთხით, უახლოვდებიან შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს.

მისივე თქმით, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური.

„ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით გარკვეულწილად შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 000 საწოლის სახით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში