მოგიწოდებთ ვაქცინაციაში აქტიური ჩართულობისკენ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთისა და ახლობლების ჯანმრთელობას - პრემიერი

19 აგვისტო 2021, 13:43 744 ნახვა

ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობით ვუფრთხილდებით არა მხოლოდ ჩვენს, არამედ ჩვენი ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთის კლინიკაში განაცხადა, სადაც ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.

ირაკლი ღარიბაშვილი ამცრელ ბრიგადებს გაესაუბრა და მოქალაქეების აქტივობით დაინტერესდა.

როგორც კლინიკის მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელმა ევგენი ჩიჩუამ აღნიშნა, მოქალაქეების აქტივობა განსაკუთრებით გაზრდილია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, კლინიკა "მედალფას" გარდა, იმუნიზაცია მიმდინარეობს ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, ასევე შექმნილია მობილური ბრიგადები, რომლებიც აცრებს სოფლებში, ადგილზე გასვლით ატარებენ. კლინიკაში აცრები ტარდება როგორც ჩაწერით, ისე - წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ცოცხალი რიგის პრინციპით.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით გაგრძელდეს, ვინაიდან ეს კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში