მაჭახლის ხეობა დაცული ტერიტორიის სტატუსს ელის

19 აგვისტო 2021, 20:25 1716 ნახვა

მაჭახლის ხეობა ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილია.  ხეობაში მდებარეობს შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები, რომელთაგან ყველაზე დიდი ცხემლარას ხიდია. აქვე ნახავთ ციხეებს, ეკლესია-მონასტრებს, ქვითკირით ნაშენ ღვინის საწნახლებსა და მარნებს, რომლებიც თავიანთი სიძველით ისტორიული განვითარების სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნებიან.

მაჭახლის ხეობასთან არის დაკავშირებული რამდენიმე თქმულება თამარ მეფის შესახებ. ძველად ამ ხეობაში მდიდარი სამჭედლო სახელოსნოები მდებარეობდა. ახლა, ამ ხეობაში მცხოვრებლებს ერთი კითხვა აქვთ, როდის მიიღებს ტერიტორია დაცული ლანდშაფტის სტატუსს? კანონპროექტის მხარდამჭერები, ისტორიული ხეობის ბიომრავალფეროვნებაზე, ასევე მის მატერიალურ და არამატერიალურ კულტურაზე საუბრობენ და როგორც ამბობენ მაჭახელა დაცული ლანდშაფტის სტატუსის მისაღებად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში