მეტი ხელფასი უნდათ, ლეიბორისტები - არა

19 აგვისტო 2021, 20:00 1000 ნახვა

„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები, მოთხოვნების შესრულების მოლოდინში არიან. ბრიფინგზე აღნიშნეს, რომ ადმინისტრაციასთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მათ მიერ დაყენებული 7-პუნქტიანი მოთხოვნების შესასრულებლად. საუბარია როგორც ხელფასების მატებაზე, ასევე ტექნიკის გაუმჯობესებასა და სამუშაო გრაფიკის გადახედვაზე.

ადმინისტრაციას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო 21 აგვისტომდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში „თბილსერვისის“ თანამშრომლები კვლავ გაფიცვას აანონსებენ. სწორედ 21 აგვისტოს გახდება ცნობილი რა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მათივე განმარტებით, ემიჯნებიან მათი კოლეგის განცხადებებს, რომელიც ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერით გაჟღერდა. ასევე ბრიფინგზე ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან და არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მათზე ზეწოლის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. აქცია  პერფორმანსი გამართა  „თბილსერვისის“ თანამშრომლების მხარდასაჭერად ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთა ლიდერმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში