ანგელა მერკელი მოსკოვში გერმანიის კანცლერის რანგში ბოლო ვიზიტით ჩადის

20 აგვისტო 2021, 11:45 826 ნახვა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს მოსკოვში ჩავა, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს ორი ლიდერის პირველი პირისპირ შეხვედრაა.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, პუტინი და მერკელი აქტუალურ საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. მათ შორის იქნება პანდემიასთან ბრძოლა, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული მდგომარეობა, ბელარუსისა და ავღანეთის თემა.

გერმანიის მთავრობა აცხადებს, რომ ვიზიტის დროს მერკელი ასევე ისაუბრებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საკითხზე.

ბერლინში სურთ, რომ აღნიშნული გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით გაგრძელდეს. აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერის რანგში მერკელისთვის ეს ბოლო ვიზიტი იქნება მოსკოვში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში