დაკავება უკანონო სამეწარმეო საქმიანობისთვის

20 აგვისტო 2021, 11:48 1277 ნახვა

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების  ფაქტზე ერთი პირი დააკავა საგამოძიებო სამსახურმა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ნოემბრიდან  აპრილამდე პერიოდში, მდინარე ჭოროხი-აჭარისწყალის კალაპოტში, უკანონოდ, ლიცენზიის გარეშე მოიპოვა სასარგებლო წიაღისეული , დაამზადა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, თითქოსდა ქვიშა-ხრეში შეძენილი ჰქონდა სხვადასხვა კომპანიისგან, სხვადასხვა ადგილას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში