დიღმის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის ცხრა პაციენტია მოთავსებული

20 აგვისტო 2021, 13:19 1092 ნახვა

გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტალის ოპერირება დაგვეწყო, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, გუშინ ცხრა პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში.

"გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტალის ოპერირება დაგვეწყო. 9 პაციენტი განთავსდა საველე ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და ჰოსპიტალი დღეიდან უკვე შეუდგება სრული დატვირთვით მუშაობას.

საუბარია დიღომის ჰოსპიტალზე. საველე ჰოსპიტალი ძირითადად არის დროებითი დაყოვნებისთვის, ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ მისი გადამისამართება სიმძიმიდან გამომდინარე.

ვფიქრობთ, რომ ორ სამ დღეზე მეტი არ უნდა მოგვიხდეს საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება და შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში, რაც იქნება მისი მართვისთვის საჭირო“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, დღეს ჰოსპიტალური სექტორი არის მაქსიმალურად დატვირთული.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ჰოსპიტალური სექტორის მობილიზება დღესაც მიმდინარეობს და საველე ჰოსპიტალის გახსნა არ ნიშნავს, რომ პაციენტებისთვის კლინიკების კარი დაიხურა.

ამ ეტაპზე, დიღმის საველე ჰოსპიტალში 120 საწოლია მობილიზებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში