თითზე ჩამოსათვლელია ორჯერადად აცრილების რეანიმაციაში განთავსება - ამირან გამყრელიძე

20 აგვისტო 2021, 15:39 821 ნახვა

ამირან გამყრელიძის განცხადებით,  კორონავირუსის ვაქცინით ორჯერადად აცრილი ადამიანების რეანიმაციაში განთავსების შემთხვევები ერთეულია და ისიც თანმხლები დაავადებით იყო გამოწვეული.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, როცა გარშემო ამდენი ინფიცირებულია, ორჯერადად აცრილებიც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან გადადების შანსი არსებობს.

„ჩემი ინფორმაციით, ასეთი შემთხვევები ერთეულია, რა თქმა უნდა, ამის განმაპირობებელი თანმხლები დაავადებები იყო. ის, რომ ორჯერ აცრილი იყო, ბევრს ეგონა და ჰგონია, რომ არ დაემართება კოვიდი და უფრო თავისუფლად არიან, არადა როცა გარშემო ამდენი ინფიცირებულია ორჯერადად აცრილებიც ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, იმიტომ, რომ გადადების შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს.

უხშირესად, როგორც გითხარით, 98-99% შემთხვევებში ძალიან იოლად წავა, მაგრამ შეიძლება იყოს 1%, ნახევარი პროცენტი, რომ დამძიმდეს ადამიანი. ამის ანალიზი ახლა კეთდება და ალაბთ ერთი თვე დაგვჭირდება, სექტემბერში გამოვაქვეყნებთ ანალიზსაც როგორ წავიდა ვთქვათ რეინფექცია ერთჯერადად და ორჯადად აცრილებში, მაგრამ მე რა ინფორმაციაც მაქვს, თითზე ჩამოსათვლელია, მითუმეტეს ორჯერადად აცრილების რეანიმაციაში განთავსება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში