საქართველოს 16 მოქალაქე, რომელიც ავღანეთში იყო, უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფება და მალე საქართველოში დაბრუნდება - პრემიერი

20 აგვისტო 2021, 16:54 1004 ნახვა

საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან.

„საქართველოს 16 მოქალაქე, რომლებიც ავღანეთში იმყოფებოდნენ, სამშობლოში ბრუნდება. ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ არიან, უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებიან და მალე საქართველოში იქნებიან“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში