სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები რეგიონებში მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ

21 აგვისტო 2021, 12:30 922 ნახვა

სამხედრო  ექიმები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებში მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ. მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები ამჯერად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ. სამხედრო ექიმებმა სოფელ აგარაში მცხოვრები მოსახლეობა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრეს.

თავდაცვის სამინისტროს   ცნობით,  ვაქცინაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,  სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები უზრუნველყოფენ იმ მოქალაქეების აცრას, რომლებიც არსებული ვაქცინაციის პუნქტებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში