შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს

21 აგვისტო 2021, 12:20 4361 ნახვა

შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებულ შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამჯერად, შრომის ინსპექტორები მონიტორინგს საცალო-საბითუმო ვაჭრობის ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით უწევენ.

პროცესში შემოსავლების, სურსათის უვნებლობის ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიცია არის ჩართული.შრომის ინსპექციის სამსახური მოქალაქეებს დაწესებული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, კანონით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების შესახებ აფრთხილებს".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში