საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინას ეწვევა

21 აგვისტო 2021, 12:14 1070 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა. პრესსამსახურის ინფორმაციით,  ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს გამართავს  უკრაინელ კოლეგა დენის შმიგალთან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან. 

გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს, ამასთან მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომლის ფარგლებში ერთობლივი დეკლარაცია შემუშავდება.საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი თავდაცვის მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იმყოფებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში