ომბუდსმენი ეპიდვითარებაზე

21 აგვისტო 2021, 18:20 909 ნახვა

სახალხო დამცველის განცხადებით, კოვიდის მართვასთან დაკავშირებით ხელისუფლების პოლიტიკა გულისხმობდა საზოგადოების ჯანმრთელობის რისკის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის მიღწევას და წინასაარჩევნოდ ჯარიმების ჩამოწერის გზით კანონდამრღვევი მოქალაქეების გულის მოგებას. ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში  წერს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა ასევე ანტივაქსერების მხარდაჭერის დაკარგვის შიშით აცრების პოპულარიზაციის აქტიურ კამპანიის წარმოებაზე უარის თქმას ითვალისწინებდა.

ოპოზიციის პოლიტიკა კი იყო ეთქვა ყველაფერი საწინააღმდეგო, რასაც ხელისუფლება გააკეთებდა. მისივე განცხადებით წესით დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვა აბარია მოექცა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ და ვერც წინააღმდეგობის გაწევის თავი აღმოაჩნდა.ასე იქნება ყველა სფეროში, სანამ უცოდინარი პოლიტიკოსები პირადი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ და სანამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები იქნებიან მათთან თვალებში შემციცინე პოზაში.ამიტომ ვართ დღეს ყველაზე მგლოვიარე და დაზარალებული ქვეყანა. 74 ადამიანი დავკარგეთ მხოლოდ 1 დღეში“,- წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში