მერაბ ღოღობერიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

21 აგვისტო 2021, 20:20 1528 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულ,  არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელს  აღკვეთის ღონისძიების  სახით-  გირაო 5.000 ლარი შეუფარდა. წინა სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე აღკვეთი ღონისძიებად 20.000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვდა, დაცვის მხარემ  კი გირაოს გარეშე ბრალდებულის დაუყოვნებლივ განთავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლე კოტე ჭილაიამ დაცვის მხარის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ცნობისთვის  მესამე სექტორის წარმომადგენელი 19 აგვისტოს  სახლიდან გასვლისას ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. მერაბ ღოღობერიძე და მისი ადვოკატი დაკავებას ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის  ინტერესებს უკავშირებენ.  გამოძიება   წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე  რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს ".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში