საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ევროჩელენჯერის ვიცე-ჩემპიონია

21 აგვისტო 2021, 23:38 1671 ნახვა

​საქართველოს კალათბურთის 16-წლამდელთა ნაკრებს მცირედი დააკლდა ფიბა-ს ევროჩელენჯერის მოგებამდე.

ფინალი დაძაბული გამოვიდა და საქართველო უნგრეთთან მხოლოდ 3 ქულიანი სხვაობით 72:75 დამარცხდა.

საუკეთესო შედეგი ლუკა ლომთაძემ დააფიქსირა – 16 ქულა, 9 მოხსნა და 2 დაფარება. ნიკოლოზ აბულაძემ კი 15 ქულა მიითვალა.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუკა ალავიძე დასახელდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში