მე-12 ბატალიონმა დასკვნითი სწავლება ჩაატარა

22 აგვისტო 2021, 12:00 947 ნახვა

აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ქვეითმა ბატალიონმა საბრძოლო სროლებით დასკვნითი სწავლება ჩაატარა. ასეულის დონის ქვედანაყოფმა ვაზიანის პოლიგონზე შეტევითი ოპერაციები განახორციელა. მოიერიშე ელემენტმა დაბრკოლებები გაიარა, მოწინააღმდეგეზე იერიში განახორციელა და ობიექტი დაიპყრო.

მე-12 ქვეითი ბატალიონი სწავლებას საბრძოლო მომზადების ცენტრის ბაზაზე 13 კვირის განმავლობაში გადიოდა.განსაკუთრებული ყურადღება ქვედანაყოფის ტაქტიკურ მოქმედებასა და დავალებების სწორად შესრულებას დაეთმო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში