მდინარე რიონში მოზარდს უშედეგოდ ეძებენ

22 აგვისტო 2021, 18:00 1216 ნახვა
00:00
00:00

24 საათზე მეტია აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, მდინარე რიონში გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ.სამძებრო სამუშაოებში ჩართულია დრონი, არასრულწლოვანის პოვნას ცდილობენ მეხანრე-მაშველები.

შემთხვევა გუშინ მოხდა, აბაშის მერიაში განაცხადეს, რომ დაახლოებით 18:00 საათზე მდინარე რიონის სანაპიროზე მოთამაშე ოთხი არასრულწლოვანი მდინარემ გაიტაცა. მათივე ინფორმაციით, მეთევზეებმა სამის გადარჩენა მოახერხეს, მეოთხე ბიჭი კი, მდინარემ გაიტაცა. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში