სტიქია აშშ-ში - წყალდიდობას და შტორმს მსხვერპლი მოჰყვა

23 აგვისტო 2021, 09:51 781 ნახვა

ტენესის შტატში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ეძებენ ათობით ადამიანს. ტროპიკული შტორმია როდ აილენდშიც, სადაც 120 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ასობით ავიარეისი გაუქმდა ნიუ-იორკში.

შტორმის გამო ჯო ბაიდენმა კონექტიკუტის, ნიუ-იორკისა და როდ-აილენდის შტატებისთვის სპეციალური დახმარება გამოყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში