რუხის კოვიდკლინიკაში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა

23 აგვისტო 2021, 14:02 1545 ნახვა

რუხის კოვიდკლინიკაში კორონავირუსით 22 წლის გოგო გარდაიცვალა.

ის ოკუპირებული აფხაზეთიდან რუხში 26 ივლისს გადმოიყვანეს.

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ 22 წლის გოგოს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

გოგო ერთი თვის განმავლობაში რუხის კლინიკაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში