აჭარაში კორონავირუსის 629 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი 

24 აგვისტო 2021, 10:46 1302 ნახვა

24 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 629 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 360 პირი. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 840 საიდანაც 7 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში 1 036. მძიმე პაციენტია 166, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 43 პირი. 

3 320 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 545 - თბილისში, 1 244 - აჭარაში.

47 110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 116 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 114, ხოლო აჭარაში - 2.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 771 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 30 012 პირი, აჭარაში - 8 246. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში