ისრაელმა საქართველო „ნარინჯისფერი“ ქვეყნების ჯგუფში გადაიყვანა

24 აგვისტო 2021, 13:10 1282 ნახვა

ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ავრცელებს.

''მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო "წითელი" ქვეყნების ჯგუფიდან "ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა, ხოლო დაბრუნებისას ისინი დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას (ან კარანტინს). აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ახალ კატეგორიაში გადაყვანის თაობაზე, ძალაში შედის 1 სექტემბრიდან'' - წერია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში