რესტორნებში აქტიურად ხდება ვირუსის გავრცელება - თამარ გაბუნია 

24 აგვისტო 2021, 14:27 1517 ნახვა

25 აგვისტოდან კვების ობიექტები 23:00 საათის ნაცვლად 22:00 საათამდე იმუშავებენ, – ამის შესახებ გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, რესტორანი არის ის გარემო, სადაც აქტიურად ხდება ინფექციის გავრცელება. 

''ეს გზა უკვე გამოვიარეთ, ამდენად იქ ყოფნის პერიოდის შემცირება და მეტი კონტროლი ამ მიმართულებით რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ასევე ნებისმიერი თავყრილობის აკრძალვა და რეგულაციების კონტროლი. იმედია გვაქვს, რომ დღეს მიღებული შეზღუდვებიც ეპიდსიტუაციაზე აისახება'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში