ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება - ამირან გამყრელიძე

24 აგვისტო 2021, 14:39 3794 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ალბათ, საჭირო გახდება რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრება.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, დღეს საბჭომ კონსესუსით ამ ტიპის გადაწყვეტილება მიიღო.

"იყო სერიოზული მსჯელობა ბევრ სხვა საკითხზე, დღეს ამ ეტაპზე მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ხვალ, ზეგ, მაზეგ კიდევ სხვა გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. 

მთავარი არის ის, რომ ჩვენ ერთის მხრივ დავიცვათ ის რაც არსებობს, ვატაროთ პირბადე და ავიცრათ"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ცენტი არის უფრო რადიკალური, იქიდან გამომდინარე თუ რა ზეწოლის ქვეშ არის ჯანდაცვის სექტორი. მისივე თქმით, საკოორდინაციო საბჭოზე არიან სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ამიტომაც იქ მიიღება მეტად დაბალანსებული გადაწყვეტილება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თუ აგვისტოს ბოლომდე ქვეყანაში ჩატარდება 650 000-დან 700 000-მდე აცრა, სექტემბერში კი მილიონი სერიოზულად შევაკავებთ ეპიდემიას.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში