პარაოლიმპიური თამაშები იწყება

24 აგვისტო 2021, 18:31 1923 ნახვა

დღეიდან  5 სექტემბრამდე ტოკიოში გაიმართება ზაფხულის XVI პარაოლიმპიური თამაშები. მასშტაბური სპორტული ღონისძიება, კოვიდ პანდემიის გამო, ერთი წლის შემდეგ იმართება.22 დისციპილინაში მონაწილეობას მიიღებს 4 ათას 400 სპორტსმენი, რომლებიც მედლების 539 კომპლექტს გაითამაშებენ.  13 ქართველი პარასპორტსმენი ექვს სახეობაში იასპარეზებს. პარაოლიმპიადა ერთ-ერთი მთავარი სპორტული მოვლენაა პლანეტაზე. შეხვედრები ხვალიდან დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში