დღეს საქართველოს კონსტიტუციის დღეა

24 აგვისტო 2021, 20:29 857 ნახვა

დღეს პირველი კონსტიტუციის იუბილეა. 26 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს,  პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო. დოკუმენტი ძალაში  იმავე წელს, 1995 წლის ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა. ქვეყნის მთავარი კანონი მისი მიღებისთანავე ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ  იურიდიულ დოკუმენტად  მიიჩნეოდა და ევროპის სამრთლებრივ სივრცეში მნიშვნელოვანი  კვალიც დატოვა.  ზუსტად ასი წლის წინ საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო პირველი კონსტიტუცია, ცხადია, დღეს არსებულ რედაქციაში  არაერთი ცვლილება შევიდა,  და ამ მხრივ არც 2021 წელი იქნება გამონაკლისი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში