საქართველოში კორონავირუსის 5021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 58 პაციენტი

25 აგვისტო 2021, 10:47 987 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 5021 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან გარდაიცვალა კიდევ 58 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 5041.

დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 9,52 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 10,57 პროცენტს შეადგენს, ხოლო ბოლო 14 დღის – 10,84 პროცენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 747 ტესტი.  მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 312, „პისიარ“ ტესტით – 20 435.

ბოლო 24 საათში აიცრა 28 ათასზე მეტი პირი. საერთო ჯამში ქვეყანაში მილიონ 34 ათასი ვაქცინაა გაკეთებული.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 528 043 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 463 306 გამოჯანმრთელდა, 6 949 კი გარდაიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში