აჭარაში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი 

25 აგვისტო 2021, 10:55 1278 ნახვა

25 აგვისტოს მონაცემებით, აჭრაში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი, ხოლო 368 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 762 საიდანაც: 7 356 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში  1 046. მძიმე პაციენტია 164, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 47 პირი. 

3 304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 528 - თბილისში, 1 227 - აჭარაში.

47 102 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 95 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 93, ხოლოაჭარაში - 2.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 305 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 29 317, პირი, აჭარაში - 8 164.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში