ბრალის წარდგენა ტერორიზმისთვის დაკავებულების საქმეზე

25 აგვისტო 2021, 10:39 940 ნახვა

ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ბრალდებულებს  ბრალი ოფიციალურად დღეს უნდა წარედგინოთ. ამის შემდეგ  სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა  იმსჯელოს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პანკისის ხეობის ორ სოფელში, ქორეთსა და დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას 5 საქართველოს მოქალაქე დააკავეს, უწყებისვე ინფორმაციით,  ისინი ტერორისტულ ორგანიზაცია ,,ისლამურ სახელმწიფოში’’ გაწევრიანდნენ და სირიაში, ტერორისტების ბანაკში გამგზავრებას გეგმავდნენ, ჰქონდათ ასევე სამომავლო გეგმები საქართველოსთან დაკავშირებითაც. 

დაკავებულების ოჯახის წევრები ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში