ჰოსპიტალურ სექტროში მაქსიმალური დატვირთვა გვაქვს - თამარ გაბუნია 

25 აგვისტო 2021, 13:44 1071 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ჰოსპიტალურ სექტორში მობილიზებულია 8 056 საწოლი.

თამარ გაბუნიას თქმით, აღნიშნულმა მონაცემმა გარკვეულწილად გადააჭარბა იმ ზღვარს, რომელზეც ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები საუბრობდნენ. 

''ეს საველე ჰოსპიტლების ხარჯზე მოხდა, სადაც 400-მდე საწოლია მობილიზებული. სტაბილიზაციის შემდეგ ხდება პაციენტების გადაყვანა კლინიკურ სასტუმროებში.

7600-ზე მეტი პაციენტი დღეს ჰოსპიტალურ სექტორში მკურნალობს, 370-მდე პაციენტი რეანიმაციაშია, 1500-ზე ოდნავ მეტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

მაქსიმალური დატვირთვა გვაქვს, 47 000-ზე მეტი პირი მკურნალობას ბინაზე იტარებს. ჩვენ დღეს იმისთვის ვმუშაობთ, რომ ოჯახის ექიმების ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდეს და ბინაზე მართვის პრაქტიკა გაუმჯობესდეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში