საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 79 პაციენტი 

26 აგვისტო 2021, 10:35 1484 ნახვა

26 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 79 პაციენტი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით,  5 611 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 43 653 ტესტი ჩატარდა. 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.46%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.77% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.51%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 128 ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 540 შემთხვევა, აჭარა - 494, იმერეთი - 462, ქვემო ქართლი - 312, შიდა ქართლი - 274, გურია - 119, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 334, კახეთი - 361, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი -99, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 56 200 საიდანაც: 7 357 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 134, აჭარაში - 1 024, იმერეთში - 1 074.

ამ ეტაპზე მძიმეპაციენტია 1 563 პირი, მათ შორის, თბილისში - 650, აჭარაში - 163, იმერეთში - 331. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 361 პირი, მათგან თბილისში - 219, აჭარაში - 34, იმერეთში - 27.

3 348 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 470 - თბილისში, 1 270 - აჭარაში.

45 495 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 129 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 127, ხოლო აჭარაში - 2.

სულ 6 ოქტომბრიდან - 25 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 102 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 879 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 441, პირი, აჭარაში - 7 790 იმერეთში - 4 762.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში