კორონავირუსით ინფიცირებული 26 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

26 აგვისტო 2021, 10:58 2805 ნახვა

26 წლის ორსული ქალი, რომელიც კორონავირუსით იყო ინფიცირებული ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა.  სამედიცინო დაწესებულებაში ახალგაზრდა ქალს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, მოგვიანებით კი დაიღუპა. 

ქალი ​ბათუმიდან ქუთაისში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. ის 36 კვირის ორსული იყო. 

''ბათუმის სამშობიარო სახლიდან გადმოიყვანეს. 36 კვირის ორსული იყო. ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად ფილტვის დაზიანების ინდექსი იყო 17 ქულა. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ქალი რეანიმაციაში მოათავსეს. ​მდგომარეობია გაუარესდა და ეს ქალბატონი გარდაიცვალა. გოგონა აცრილი არ იყო'' - განაცხადა კლინიკა ''ბომონდის'' ექიმმა. 

ახალშობილი თავს კარგად გრძნობს და მას კოვიდი არ დაუდასტურდა. 

დღეს საქართველოში კოვიდით 79 ადამიანი გარდაიცვალა. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში