​ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში 53 კოვიდინფიცირებული მოზარდი მკურნალობს - ორის მდგომარეობა მძიმეა

26 აგვისტო 2021, 11:49 4252 ნახვა

​ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში  კორონავირუსის ე.წ. დელტა შტამით ინფიცირებული 53 მოზარდი მკურნალობს. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ინფიცირებულთა შორის არიან ახალშობილებიც.

კლინიკის დირექტორის თქმით, საწოლების დეფიციტი ჯერ-ჯერობით არ აქვთ. თამარ ბახტაძის განმარტებით, ბოლო კვირის განმავლობაში ბავშვთა საავადმყოფოში კოვიდით ინფიცირებული ყველაზე ნაკლები ბავშვი გუშინ შეიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დამატებითი საწოლების მობილიზება მოხდა, ორი კლინიკა მართვის ჰიბრიდულ რეჟიმზე გადავიდა და კოვიდპაციენტების მიღებაც დაიწყო. საუბარია ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალსა და ქობულეთში ''ევექსის'' კლინიკაზე. 

რაც შეეხება ჟანგბადის დეფიციტს. უწყებაში ამბობენ, რომ კლინიკებში მარაგი პერიოდულად ივსება. 

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ ცენტრებში სულ 1025 პაციენტი მკურნალობს, მძიმეა 163, ხოლო  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 34 პირი.

ასევე აჭარაში კოვიდსასტუმროებში 1 270 ადამიანი მკურნალობს. 

 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში