„თალიბანის“ პრესსპიკერი - მუსიკა აკრძალულია

26 აგვისტო 2021, 18:27 1155 ნახვა

„თალიბანის“ ახალი მმართველობის პირობებში მუსიკა კვლავ აკრძალული იქნება, - ამის შესახებ „თალიბების“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა. მუჯაჰიდმა ასევე განაცხადა, რომ ქალების უსაფრთხოების საკითხებზე შფოთვა "უსაფუძვლოა". მედიის ცნობით, თალიბებმა ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტის ჰამიდ ყარზაის დაცვას იარაღი და ავტომობილები ჩამოართვეს.   რაც შეეხება  ვითარებას ავღანეთში,  თეთრი სახლის ინფორმაციით,  ავღანეთიდან 95 700-მდე ადამიანია ევაკუირებული. ამასთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა დღეს განაცხადა, რომ იმ მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც ბრიტანეთში უნდა წაეყვანათ, ევაკუირებულია. გავრცელებული ინფორმაციით, ევაკუაციის პროცესი დაასრულა კანადამ .

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში