ექსპერტები ტერორიზმის მომძლავრებას ელიან

26 აგვისტო 2021, 20:37 1118 ნახვა

სოფელ ქორეთსა და დუისში დაკავებულ 5 ადამიანზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდება, ექსერტი მამუკა არეშიძისთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდა. პირიქით, მისი თქმით, პანკისში სალაფიტური თემი არის, რაც იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ბრალდებულებს ექნებოდათ მსგავსი გეგმები. ექპერტი ამბობს, რომ დღეს უკვე თალიბებმა სახელმწიფოს მართვის სადავეები აიღეს ხელში, ამიტომ მათი გავლენა მსოფლიოზე უფრო დიდი იქნება. მისივე რწმუნებით, ფუნდამენტალისტები ისლამს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებენ. ყველაზე ძლიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად მან ,, თალიბანი’’ ; ,, ალქაიდა“ და ,, ისლამური სახელმწიფო დაასახელა’’. მამუკა არეშიძე ეფექტურ იარაღად ამ გამოწვევებთან ბრძოლაში სახელმწიფო იდეოლოგიას ასახელებს, რაც მისივე თქმით, საქართველოს არა აქვს. ექსპერტი კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში მიიჩნევს, რომ მხოლოდ სპეცსამსახურების მუშაობა ამ ძალების ლიკვიდაციას ვერ შეძლებს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში