ცოტა ხანი თავი შევიკავოთ კლუბებში სიარულისგან, როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ - გამყრელიძე 

27 აგვისტო 2021, 11:50 2163 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აკრძალვების მიუხედავად მასშტაბური შეკრებები მაინც იმართება. ამირან გამყრელიძე ახალგაზრდებს მიმართავს, ვიდრე ქვეყანაში ეპიდვითარება არ დასტაბილურდება, დროებით ღამის კლუბებში გართობისგან თავი შეიკავონ.

„ძალიან ბევრი მაკონტროლებელია დღეს, პოლიცია, შრომის ინსპექცია, ზედამხედველობის სამსახურები, ზომები სერიოზულად გამკაცრდა, მაგრამ გეთანხმებით, რომ მაინც ირღვევა. ამიტომ, კიდევ ერთხელ ერთმანეთს უნდა მოვუწოდოთ, მოდით, ცოტა ხანი ახალგაზრდები ხართ, თავი შევიკავოთ ამ კლუბებში სიარულისგან, ხომ შეიძლება არა?! მერე, როცა დამთავრდება ეს ყველაფერი, მეც დამპატიჟეთ და წამოვალ“, - ამბობს გამყრელიძე.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შრომის ინსპექცია 24 საათია რეჟიმში მუშაობს იმისათვის, რომ გამოავლინოს კანონდამრღვევი ობიექტები და დალუქოს. 

''ეს არის საკმაოდ ახალგაზრდა სიპი, სადაც  ეტაპობრივად ვამატებთ თანამშრომლებს. დღეს-დღეობით გვყავს 100-მდე დასაქმებული. ეს რესურსი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ სრულიად  საქართველოს მასშტაბით 100% სიზუსტით მოვახდინოთ ყველა დაწესებულების აღწერა. ყველა მსგავსი შემთხვევა არ რჩება რეაგირების გარეშე. მაგალითად გუშინ ორი შემთხვევა იყო თბილისში და გაიცა მითითება, რომ ეს დაწესებულებები დაილუქოს'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში