მაშველებმა საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 150-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს

27 აგვისტო 2021, 11:53 1031 ნახვა

მაშველებმა საზღვაო სეზონის დაწყებიდან დღემდე 150-მდე ადამიანი გადაარჩინეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის სპეციალური სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ და ესენი არიან გიორგი სახეიშვილი, ზურიკო  ჩხარტიშვილი, გიორგი ველიჯანაშვილი, ირაკლი გოგუაძე  და ია ოქროპირიძე. თითოეული მათგანი ბოლო ორი თვეა, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, დამსვენებელთა უსაფრთხო დასვენებაზე ზრუნავს.

გარდა ამისა, მაშველებმა სანაპირო ზოლზე იპოვეს და დაეხმარნენ 30 გზააბნეულ მოქალაქეს, მათ შორის უმრავლესობა არასრულწლოვანი იყო.

პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 26 დამსვენებელს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში