ბოლო დღეებში რეგიონში სტაბილიზაციის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ეპიდსიტუაცია მაინც საყურადღებოა - ნინო ნიჟარაძე 

27 აგვისტო 2021, 14:22 903 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო დღეებში რეგიონში სტაბილიზაციის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ეპიდსიტუაცია მაინც საყურადღებოა. დღეს Covid-19-ით ინფიცირების 449 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღეებთან შედარებით 200-ით ნაკლებია. ნინო ნიჟარაძის თქმით, საჭიროა მოქალაქეებმა ზედმიწევნით დაიცვან რეკომენდაციები. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად აჭარაში მკურნალობის კურსს გადის 7779 ინფიცირებული პაციენტი. მათგან 15%-ია ჰოსპიტალიზებული. დანარჩენი მკურნალობის კურსს გადის კოვიდსასტუმროსა და ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტის მკურნალობის პროცესში ჩართულია 13 სამედიცინო დაწესებულება. კლინიკებში კოვიდპაციენტებისათვის გამოყოფილია 1070 საწოლი. 

კორონავირისის მართვის პროცესში ჩართულია 26 სასტუმრო.

რაც შეეხება ვაქცინაციას, ამ ეტაპისათვის ჩატარებულია 132 241 ვაქცინა, ორი დოზით აცრილია 39 601 მოქალაქე. პროცენტული მაჩვემებელი ასე ნაწილდება - აჭარაში ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 26,3%, ორი დოზით აცრილია 11,3%.

''აჭარაში ვაქცინაცია ტარდება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, ორ სავაჭრო ცენტრში და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დღეს სოფლებში ვქცინაცია ტარდება, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაისუბანში და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარისაღმართში. ხოლო ხვალ ვაქცინაცია ჩატარდება ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის თემში და შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფურტიოში. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ვაქცინაციის პროცესი დაწყებულია ბინაზე მწოლიარე პაციენტებისათვის. ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა სახლში მყოფ 52 მოქალაქეს'' - განაცხადა მინისტრმა.

ნინო ნიჟარაძემ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა დ სოცილურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ვაქცინაციის შესახებ ანგარიში წარადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში