საჩხერეში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დასრულდა

28 აგვისტო 2021, 12:16 804 ნახვა

საჩხერეში „სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი“ დასრულდა.კურსი სამი კვირის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში საჩხერესა და ჭიათურაში განთავსებულ სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. სასწავლო პროგრამა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიარეს.

კურსის განმავლობაში მათ შეისწავლეს: სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები, სამხედრო–ალპინისტური და სამთო ტექნიკური მომზადება, გადაადგილება მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით და დაშავებულის კოლექტიური გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში