ბათუმში მცხოვრები ბელარუსების მორიგი საპროტესტო აქცია

28 აგვისტო 2021, 15:15 971 ნახვა

"საქართველო, ნუ დაუჭერ მხარს ლუკაშენკოს რეჟიმს", „თავისუფლება ბელარუს ხალხს, პოლიტპატიმრებსა და ჟურნალისტებს“ - მოწოდებებით ბათუმში მცხოვრებმა ბელარუსმა დევნილებმა მორიგი საპროტესტო აქცია ამჯერად ბათუმში, სუსის შენობასთან გამართეს. ისინი კვლავ ბელარუსსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას აპროტესტებენ და შეთანხმების საფუძველზე შესაძლო საფრთხეებზე საუბრობენ.

შიშობენ, რომ შეთანხმების საფუძველზე, შესაძლოა, მოხდეს ბელორუსი აქტივისტების დაკავება და ლუკაშენკოს რეჟიმისთვის გადაცემა.მათივე განმარტებით, საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და შესაბამის რეაგირებას ელოდებიან.

აქციის მონაწილებს მხარდაჭერა ბათუმში მოქმედმა ოპოზიციურმა პარტიებმა გამოუცხადეს. სუსის წერილობითი განცხადებით, აღნიშნული საკითხის გარშემო დაწყებულია დეზინფორმაცია რომელიც მიზანმიმართულად მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცის მიზნით. უწყების განმარტებით, შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში