აშშ-ის დაზვერვის ანგარიში კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ

28 აგვისტო 2021, 15:00 1479 ნახვა

აშშ-ის დაზვერვამ კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები გამორიცხავენ ჩინეთის მიერ კორონავირუსის ბიოლოგიურ იარაღად შემუშავების შესაძლებლობას, თუმცა აცხადებენ, რომ ვირუსის წარმოშობა, სავარაუდოდ, დაუდგენელი დარჩება ჩინეთის დახმარების გარეშე.

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ  „ვირუსი ადამიანებში ცხოველებიდან ბუნებრივი პროცესის შედეგად გავრცელდა ან, რომ ის გავრცელდა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგად. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ინფორმაციას არ გასცემს და საერთაშორისო გამომძიებლებს მონაცემებზე წვდომაში ხელს უშლის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში