მძიმე ეპიდვითარების ფონზე თავყრილობები გრძელდება

29 აგვისტო 2021, 12:35 2505 ნახვა

5 დალუქული და 6 დაჯარიმებული ობიექტი - ეს კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის სანქცირების ბოლო 72 საათის სტატისტიკაა. შრომის ინსპექციის სამსახურმა ზომები ბიზნეს ობიექტებზე დაფიქსირებული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების  გამო მიიღო. ერთ ობიექტთან მიმართებით შრომის ინსპექციამ პრევენციული დალუქვის მექანიზმი გამოიყენა.

კერძოდ, ბარი ღონისძიების გამართვამდე, დაგეგმილი გასართობი აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დალუქა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები ჭარბობს.  დაჯარიმებულთაგან  5 იურიდიული და 1 ფიზიკური პირია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში