ვითარება ავღანეთში

29 აგვისტო 2021, 12:25 901 ნახვა

ქაბულის აეროპორტზე კიდევ ერთი თავდასხმაა მოსალოდნელი. ამის  შესახებ  აშშ-ის პრეზიდენტმა  განცხადა.  ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ადგილზე ვითარება კვლავ უკიდურესად საშიშია.  სამხედრო მეთაურების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად თავდასხმის განხორციელება უახლოეს 24-36 საათშია მოსალოდნელი.

ჯო  ბაიდენის განცხადებით ყველა შესაძლო ზომაა მიღებული მოქალაქეების ადგილზე დაცვის მიზნით. ამასთან, გუშინ ავღანეთში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა და უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე ამერიკის მოქალაქეებს ქაბულის აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა. ცნობისთვის, პენტაგონში განაცხადეს, რომ  აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად “ისლამური სახელმწიფოს” ორი ლიდერია ლიკვიდირებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში