გიგა ჭიკაძის მორიგი ტრიუმფი

29 აგვისტო 2021, 12:00 1237 ნახვა

შვიდიდან  შვიდი გამარჯვება. 33 წლის გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეშვიდე ბრძოლა გამოცდილ ბრაზილიელ ედსონ ბარბოზასთან გამართა  და  5-რაუნდიანი ბრძოლა მესამე რაუნდში ნოკაუტით დაუსრულა. გიგა ჭიკაძის ძლიერ  დარტყმებს მსაჯების მიერ ტექნიკური ნოკაუტის გამოცხადება მოჰყვა.  

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც UFC-ის მთავარი მოვლენის სტატუსით ქართველმა სპორტსმენმა იბრძოლა.უდიდესი ალბათობით, ქართველი სპორტსმენის მომდევნო მეტოქე რეიტინგის საუკეთესო ხუთეულის წარმომადგენელი იქნება. ბრძოლის დასრულების შემდეგ,გიგამ მაქს ჰოლოვეისთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში