„სახე+“-ის კანდიდატები

29 აგვისტო 2021, 15:15 1210 ნახვა

მოქალაქეთა დემოკრატიული პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს ხალხთა ერთობა, გაერთიანებული დემოკრატიული სახელმწიფოსთვის  ‘’სახე +’’ - მა  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ბათუმის მერობის და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. ბათუმის მერობისთვის ედნარ ბაგრატიონი იბრძოლებს, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელია.

პარტიას 5 მაჟორიტარობის კანდიდატი ყავს : ვახტანგ ჯანაშვილი, რამაზ ათაბაგი, ბეჟან დუმბაძე, ინეზა ვარშანიძე და ინგა ბაგრატიონი, რომელიც ასევე პარტიული სიის პირველი ნომერია.  ბათუმის მერობის კანდიდატის ედნარ ბაგრატიონის განცხადებით, პარტიის ხედვები პროგრესულ და ინტელექტუალურ ადამიანებზე დაყრდნობით, მიუკერძოვებელი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის შენება იქნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში