ბათუმის სარაგბო კლუბის სატრანსფერო სიახლეები

29 აგვისტო 2021, 15:00 856 ნახვა

საქართველოს რაგბის დიდი 10-ის 2021/2022 წლების სეზონის დაწყებამდე ბათუმის სარაგბო კლუბი გაძლიერდა. ბათუმელებმა "შავ ლომში" წასული ექვსი მორაგბიდან ოთხი უკან დაიბრუნეს.

ლაშა ხმალაძე, სანდრო თოდუა, გიორგი თხილაიშვილი და მიშა წიკლაური თავისუფალ პერიოდში "ბათუმის" განკარგულებაში იქნებიან.  რაც შეეხება ახალწვეულებს, "ბათუმი" ხუთი ახალი მორაგბით გაძლიერდა. "ბათუმი" კი 4-მა მორაგბემ დატოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში